დღეს, 23 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზში რეგიონალური ფესტივალი "ხარისხი და პროფესია-თბილისი, საერთაშორისო ფესტივალი" მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დაიხურება.
ფესტივალი შემდეგ დარგებში ჩატარდა - არქიტექტურა- ინტერიერი, სამოქალაქო არქიტექტურა, ურბანული გეგმარება; სახვითი ხელოვნება- ფერწერა, გრაფიკა, პლასტიკა; მედია ხელოვნება- ვიდეო არტი და ანიმაცია, ფოტოგრაფია, ვიზუალური და ციფრული ხელოვნება; კულტურული მემკვიდრეობა-კონსერვაცია, რესტავრაცია; ხელოვნების ისტორია და თეორია; დიზაინი, მოდა, კულტურული ტურიზმი.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან თსუ, საქართველოს სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ტექნიკური უნივერსიტეტი.
ფესტივალი 20 აპრილს გაიხსნა.