პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიელ კოლეგას ჰაინც ფიშერს პირისპირ ხვდება. შეხვედრის შემდეგ მხარეეები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
შეხვედრის დაწყბემდე კი, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ჰაინც ფიშერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, გაიმართა. ავსტრიის პრეზიდენტი და პირველი ლედი მარგიტ ფიშერი თბილისის 16:00 საათზე ეწვივნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის პრეზიდენტი და პირველი ლედი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდებიან. ასევე გაიმართება ავსტრიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდრა. ჰაინც ფიშერი ავსტრიის დელეგაციასთან ერთად ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ჩამოვია.