23-26 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს დიპლომატიურ ტურს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, დიპლომატიური ტური ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა უწყებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მას უკვე მესამედ ატარებს.
,,ღონისძიების მიზანია უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მისი კულტურული ფასეულობები, ისტორია, ტრადიცია აქ მყოფ დიპლომატებს. ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია და თვალსაჩინოებისთვის ადგილზე ვაჩენოთ ის მიღწევები, რეფორმები და პროგრესი, რასაც ადგილი აქვს ჩვენს ქვეყნებაში”, - განაცახდა ჟურნალისტებთან საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიზემ.
არსებული ტურის ფარგლებში საქართველოს ეწვევა 22 არარეზიდენტი ელჩი.
23 მაისს ტურის მონაწილეებისთის გაიმართბა მიღბა მინისტრის სახელით.
24 მაისს დიპლომატები გაემგზავრებიან საოკუპაციო ხაზზე და მოინახულებენ სოფელ ხურვალეთს. ამის შემდგომ, უკვე იგეგმება მგზავრობა ბათუმში.
წლევანდელი დიპლომატიური ტური მთლიანად დაეთმობა საქართველოს ზღვისპირეთს.
დიპლომატები მონახულებენ ბათუმს. აჭარის ავტონომიური მთავრობის ორგანიზებით გაიმართება აჭარის კონფერენცია, სადაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიაწვდის ინფორმაციას დიპლომატიური ტურის მონაწილეებს აჭარის რეგიონის თაობაზე, მისი საინვესტიციო, ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ბათუმში სტუმრობის ფარგლებში დიპლომატები მოინახულებენ აჭარის კულტურულ ღირშესანიშნაობებეს.
,,ჩვენ წელსაც, ისევე როგორც შარშან დიპლომატიური ტურის მონაწილეებს ვამგზავრებთ საქართველოს რკინიგზით, რაც დამატებითი საშუალებაა მათთვის გაეცნონ ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას”, -აცხადებს კერესელიძე.
დიპლომატიური ტურის თანაორგანიზატორები გახლავთ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს რკინიგზა.