საქართველოს დღეს ავსტრიის პრეზიდენტი ეწვევა. ჰაინც ფიშერი და გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. დაგეგმილია საქართველოსა და ავსტრიის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციაც. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ოთხი მემორანდუმი, რაც ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიზნეს-ფორუმის გამართვაც. ჰაინც ფიშერი საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვევა.