სირიაში საბრძოლველად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე წავიდა. ამის შესახებ, ინფორმაციას ამ დროისთვის სოფელ ყარაჯალის მცხოვრებლები ადასტურებენ.
მათი განცხადებით, ორმა ქალმა სახლში წერილი დატოვა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს გადასვლას და ჯიჰადის გამოცხადებას აპირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სახელმწიფო საზღვარი ირადა ღარიბოვამ და ანა სულეიმანოვამ გასულ კვირას გადაკვეთეს და თავდაპირველად, თურქეთის ქალაქ ადანაში ჩავიდნენ, საიდანაც როგორც ოჯახში დატოვებული წერილიდან ირკვევა, სირიაში გადასვლას აპირებენ.
სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორის ელზა აშირეოვას ინფორმაციით, მან გუშინ შეიტყო ორივე ქალის სირიაში წასვლის შესახებ.
მისივე განცხადებით არც ერთ მათგანი ამ დროისთვის ყარჯალაში არ ცხოვრობდა, თუმცა, ერთ მაგთანს სწორედ ჯარაჯალას საჯარო სკოლა აქვს დამთავრებული.