ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, კუკავა-დავითაშვილის რუსეთში გამგზავრება სერიოზული პოლიტიკური შეცდომაა.
"დავითაშვილმა და კუკავამ რაც წაიღეს, იმასვე ჩამოიტანენ. მე უბრალოდ ვთვლი, რომ მათი ეს ნაბიჯი სერიოზული პოლიტიკური შეცდომაა და მეტი არაფერი. ეს არ არის ბურჯანაძე ან ნოღაიდელის დონე. როგორც ჩანს რუსეთში ახლა უკვე წვრილფეხობამ დაიწყო სიარული. მათ არანაირი გადაწყევტილების მიღება არ შეუძლიათ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ.
მისიე შეფასებით, დავითაშვილი-კუკავა, რომელებიც ოპოზიციის ავანგარდშიც კი არ არიან, კრემლისთვის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენენ, რადგან მათ პუტინისთვის არაფერის მიმცემები არ არიან.
"ვთქვათ კრემლთან რაღაცაზე შეთანხმდნენ, პუტინს შეუძლია თავისი დაპირება თეორიულად შეასრულოს, მაგრამ ამათ არაფრის შესრულების თავი არ აქვთ. ურჩევიათ, ჯერ მოვიდნენ ხელისუფლებაში და რუსეთთან მოლაპარაკებები მერე გამართონ", - აღნიშნა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 აპრილს, "ეროვნული საბჭოს" ლიდერები კობა დავითაშვილი, კახა კუკავა და გუგე ცანავა რუსეთში გაემგზავრნენ. მათი განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები როგორც რუსეთის ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართება.
ისინი ასევე სანკტ-პეტერბურგში "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის" მიერ ორგანიზებულ ქართული დიასპორების ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, 23-24 აპრილს გაიმართება.