ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, რუსულ ოპოზიციასთან თანამშრომლობა ნიშნავს, იმ ძალებთან თანამშრომლობას, რომელმაც შეიძლება პუტინის ხელისუფლება შეცვალოს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სოსო ცინცაძემ რუს და ქართველ "ქრისტიან-დემოკრატებს" შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების კომენტირებისას განაცხადა.
"ზურაბ ნოღაიდელმა ხელშეკრულება მმართველ პარტიასთან დადო, რომლის ლიდერიც რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინია, ხოლო რუსეთი "ქრისტიან-დემოკრატები" მმართველ ძალას არ წარმოადგენენ და მათ სხვა რუსულ პარტიებთან შედარებით ზომიერი პოლიტიკა აქვთ. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ეს პარტია რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციაა და პუტინის რეჟიმის მკვეთი კრიტიკით გამოირჩევიან", - აღნიშნა ცინცაძემ.
ექსპერტის შეფასებით, დიდი განსხვავება, როცა პუტინთან და მის პარტიასთან თანამშრომლობას აფორმებ და როცა ოპოზიციასთან თანამშრომლობა, რომელმაც შეიძლება პუტინის ხელისუფლება შეცვალოს.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დღეს რუს "ქრისტიან-დემოკრატებთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. აღნიშნული მემორანდუმი პარტიებს შორის სტრუქტურულ თანამშრომლობას და ურთიერთშეხვედრების გამართვას ითვალისწინებს.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, რუსი "ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერენ.