რამდენიმე დღეში .ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს და მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობების შესახებ პროკურორებს და ადვოკატებს ეცნობებათ თუ როდის გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას.
,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსამართლე გაიზიარებს ჩვენს შუამდგომლობებს და დაცვის მხარის მტკიცებულებებს დაუშვებლად ცნობს, ხოლო ჩვენს მტკიცებულებებს დასაშვებად", - განაცხადა საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა.
მისივე განმარტებით, ადვოკატების მტკიცებულებები კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული.
თუმცა დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საფუძვლიანი და არგუმენტირებულია.
"მიმაჩნია, რომ ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობები არის საფუძვლიანი და კანონის იმპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სასამართლო ჩვენს შუამდგომლობებს დააკმაყოფილებს. ჩვენ მოვითხოვეთ ბრალდების მხარის გარკვეული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა, მათ შორის ბრალის დადგენილებების დაუშვებლად ცნობა, ასევე, ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს”, _აცახდებს ადვოკატი ლევან სამუშია.
მისივე თქმით, ბრლადების მხარე სამართლებრივ ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსვლას ვერ მოახერხებს.