საქართველოს ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური EBRD-ის ფორუმის ფარგლებში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს ფილიპ ლეროუს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს EBRD-ის როლზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ასევე, იმ ინვესტიციებზე, რომლებსაც EBRD საქართველოში ახორციელებს და მომავალში გეგმავს განხორციელებას.
EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო თანამშრომლობის, პერსპექტივებზე. ე.წ. PPP (Public-Private Partnership) თემებზე. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ეს მექანიზმი ითვალისწინებს ,მათ შორის, როგორც ენერგოსექტორში, ისე ჯანდაცვასა და განათლებაში.