მთავრობის გადაწვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იქმნება. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წარდგინა.
"დღეს წარდგენილი იყო შს სამინისტროს მიერ კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ განიხილა და მიიღო. ეს ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას, რომელშიც შევლენ სპეცსამსახურები, როგორიც არის კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური", - განაცხადა გომელაურმა.
შს მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით, პრემიერის წარდგინებით და პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში დაინიშნება.
,, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი წარუდგენს მთავრობას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით დაამტკიცებს”, _განაცხადა გომელაურმა
მისივე განცხადებით, შსს დაქვემდებარებაში დარჩება ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო სპეცსამსახურები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადავა.