თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მომავალ კვირას განახლდება ყოველთვიური შეხვედრები მედიასთან, სადაც მედიასთან თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ, როგორც საბიუჯეტო, ისე შიდა რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
„ბიუჯეტის კორექტირებაზე საუბარი არ ყოფილა. თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, გნებავთ საბიუჯეტო, გნებავთ შიდა რეფორმებთან მიმართებაში, როგორც შეგპირდით, მომავალ კვირას განვაახლებთ იმ ყოველთვიურ შეხვედრებს, რაც იყო თავდაცვის წინა მინისტრის პირობებში. შესაბამისად, პირველ ასეთ შეხვედრაზე ყველაფერს მოგახსენებთ“ - განაცხადა ხიდაშელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრი დღეს საკუთარ მოადგილეებს წარადგენს.