2015 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 91.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 205.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 29.4 მლნ აშშ დოლარით (66.4 მლნ ლარით), ანუ 24.4 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.4 პროცენტი მოდიოდა.
2015 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.5 მლნ აშშ დოლარი (32.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.2 მლნ აშშ დოლარისა (23.2 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.