საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს. ქ. ბრატისლავაში დაგეგმილ ,,ვიშეგრადის ოთხეულის’’ და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელშიც, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ლატვიის, რუმინეთის და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თამარ ბერუჩაშვილი მიიღებს მონაწილეობს.
დღეს დაგეგმილ შეხვედრას ასევე, დაესწრებიან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი ფედერიკა მოგერინი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი,იოჰანეს ჰანი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიშეგრადის მინისტერიალზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ რიგის სამიტი და მისი მნიშვნელობა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესში; უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით; ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები.
ვიშეგრადის მინისტერიალი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ წინ უსწრებს 2015 წელს ქ. რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს, რაც მხარეებს შორის სამიტისთვის უფრო ეფექტიანად მომზადების შესაძლებლობას, დასახული მიზნების მიღწევის გზებსა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის საშუალებას იძლევა.