ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები დღესაც გაგრძელდება. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ალბანეთის, ლატვიის, უკრაინის, ყაზახეთისა და იაპონიის ფინანასთა მინისტრებს, ასევე, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდებიან. დღესვე დაგეგმილია იბიარდის პრეზიდენტის პრესკონფერენცია. გვიან ღამით კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევრობანკის პრეზიდენტსა და ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა. სტუმრების წინაშე ცნობილი ქართველი შემსრულებლები, მათ შორის - მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, ნინო ქათამაძე, ანსამბლები "შვიდკაცა", და "რუსთავი" წარსდგნენ.