საქალაქო სასამართლოში ე.წ კაბელების საქმის პროცესი განახლდება. სხდომაზე მტკიცებულებათა დაუშვებლობა განიხილება. მხარეები სასამართლოს დამატებით პოზიციებს წარუდგენენ. ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ საფუძვლიანია. ე.წ კაბელების საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავეს. მათ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებენ.