ვიცე-პრემიერ კახი კალაძის თქმით, დღეს მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა -ლარის გაუფასურებაა. ამის შესახებ კალაძემ გადაცემა „20 30“ ეთერში განაცხადა. ამასთანავე ვიცე-პრემირმა აღნიშნა, რომ ყველა საფუძველი არსებობს იმისა, რომ ახლო მომავალში ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყოს.
„ამ მიმართულებით რამოდენიმე ნაბიჯი იქნა გადადგმული. ჩვენ მოვისმინეთ ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეტაპზე ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ უახლოეს მომავალში ლარმა დაიწყოს გამყარება“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ უცხოური ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია ეროვნული ვალუტის გამყარების საკითხში.