პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გრიგოლი კარასინის შეხვედრის ფორმატში ცვლილებებია. როგორც აბაშიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა, თუ აქამდე შეხვედრაში ის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წამომადგენელი მონაწილეობდნენ, ახლა შეხვედრებს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც დაესწრება.
,,თუ აქამდე შეხვედრაში ვმონაწილეობდი მე და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, შეიძლება ამ შემთხვევაში დაემატოს თითო ექსპერტი ეკონომიკის სამინისტროდან. რადგან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ, იქ არის რაღაც სენსიტიური თემები და ლოგიკურია შეხევდრას ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტი ესწრებოდეს, რადგან ის საქმეში უფრო ჩახედულია”, _განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ფორმატის ცვლილება განსახილველი საკითხების გადახედვას არ გულისხმობს.
,,ჩვენ ვსაუბრობთ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე”, _განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძის განცხადებით, მისი და კარასინის შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისში, კვლავ პრაღაში გაიმართება.