,,თამარ კორძაიას დიდი პატივს ვცემ და ყველგან წარმატებას ვუსურვებ”, _განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრმა ელისო ჩაფიძემ, დეპუტატ თამარ კორძაიას გადაწვეტილების შეფასებისას. როგორც ჩაფიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა მისთვის უცნობია რატომ მიიღო კორძაიამ ამგვარი გადაწვეტილება.
,,რატომ მიიღო თამარმა ეს გადაწვეტილება არ მისაუბრია. თამარ დიდ პატივს ვცემ და ყველგან წარმატებას ვუსურვებ. ამის უფლება ჰქონდა და გამოიყენა”, -განაცხადა ჩაფიძემ ჯი-ეიჩ-ენთა” საუბარში.
კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრი თამარ კორძაია ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას” ტოვებს. შესაბამისი განცხადებით დეპუტატმა ბიუროს უკვე მიმართა და აღნიშნულ საკითხს სწორედ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.