კოალიცია ,,ქართული ოცნებისა” და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრის დავით ლორთქიფანიძისთვის დეპუტატ თამარ კორძაიას გადაწვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ლორთქიფანიძემ განაცხადა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფრაქცია ,,ქართულ ოცნებაში” კონსულტაცია,ან განხილვა არ ყოფილა.
,, თამარ კორძაიას გადაწვეტილება მოულოდნელი იყო იმ კუთხით, რომ თქვენგან გავიგე, არ ვიცოდი. ფრაქციაში ამაზე მსჯელობა არ ყოფილა”, _განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ
მისივე თქმით, თამარ კორძაიას პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ამის უფლება ჰქონდა და გამოიყენა.
კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრი თამარ კორძაია ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას” ტოვებს. შესაბამისი განცხადებით დეპუტატმა ბიუროს უკვე მიმართა და აღნიშნულ საკითხს სწორედ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.