13-14 მაისს თურქეთის რესპუბლიკაში. ქ. ანტალიაში გაიმართება ნატო-ს მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიის, ,,მტკიცე მხარდაჭერის’’, მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. მინისტრი ასევე დაესწრება შეხვედრას ,,გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის ჯგუფის’’ ფორმატში, რომელიც მიეძღვნება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ,,მტკიცე მხარდაჭერის’’ მისიის სარდალთან, გენერალ კემპბელთან.