ლეიბორისტული პარტიის თამჯდომარე შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას გამოუცხადოს ბოიკოტი და გააკოტროს კარფური, ქართუ ბანკი და ლუკოილი. ამის შესახებ ლეიბორისტმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ცუდმა ეკონომიკურმა ფონმა მოიტანა საჭიროება იმისა, რომ „ხელისუფლებამ მუშტის ძალა უნდა იგრძნოს“.
„დღეს ჩვენ მოვუწოდეთ მოსახლეობას, რომ ხელისუფლებამ ჩვენი მუშტის ძალა უნდა იგრძნოს. გამოვუცხადოთ ბოიკოტი „კარფურს“, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში, გავაკოტროთ ეს ობიექტი, საიდანაც მის ჯიბეში მიედინება ჩვენგან აწაპნილი მილიონები. გამოვუცხადოთ ბოიკოტი „ქართუ ბანკს“, რომელიც, წლის მონაცემებით, თვრამეტმაგ მოგებაზე გავიდა გაღარიბებულ ქვეყანაში; და ასევე გამოვუცხადოთ ბოიკოტი „ლუკოილს“ - უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებას. ისტორია ჩაიწერს თავის ანალებში გულქვაობის ეპიზოდებს იმისა, თუ როგორ ყვეყნის მმართველად ერთ დროს მოვლენილი ბიძინა ივანიშვილი აჯდა კრუხივით თავის 7 მილიარდს, გატანილი ვირჯინიის კუნძულებზე, და, როდესაც მისი ქვეყანა იშლებოდა ეკონომიკურად, როდესაც ხალხი შიმშილით იხოცებოდა, - კაპიკს არ აკლებდა იმ მილიარდებს“, - განაცხადა ნათელაშვილმა NDI-ის კვლევის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც რესპონდენტების უპრავლესობა მძიმე ეკენომიკურ მდგომარეობას უჩივის.
ამასთანავე პოლიტიკოსი გამოსავალს ხედავს „არსებული ხელისუფლების ძირეულ შეცვლაში“ და პროგნოზს აკეთებს, რომ რამდენიმე თვეში „რიგითი თუ ურიგო არჩევნები დაინიშნება“.