«ენერგეტიკის სუბსიდირება წარმოუდგენელია, ეს არის წამგებიანი დარგი, არამიმზიდველი დარგი ინვესტორებისათვის, ვინაიდან ის არის ძალიან რესურსტევადი და ძვირი, ამიტომ ტარიფის მატება გარდაუვალი იქნება», - განაცხადა «რუსთავი2»–ის პირდაპირ ეთერში ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ თუ მთავრობა დაიწყებს ამ დარგის სუბსიდირებას - ბიუჯეტს დააკლდება ფული, შესაბამისად, გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, რაც კვლავ გამოიწვევს ლარის დევალვაციას.
«შემდეგ მოხდება ტარიფების მატება, ოღონდ გაორმაგებული რაოდენობით. ჩვენ ენერგეტიკაზე ვამყარებთ დიდ იმედებს, შენდება უამრავი ჰესი. ტარიფებზე არის დამოკიდებული ჩვენი ენერგეტიკის ბედი. როდესაც ამას ჩვენ ვაჩერებთ - ეს ნიშნავს რომ, რამდენიმე თვის შემდეგ ტარიფის მატება აუცილებლად მოხდება და მოხდება ორმაგად. ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა», - განაცხადა გოცირიძემ.