საფრანგეთი და გერმანია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგნი არიან. სააგენტო ,,რეგნუმი”-ს ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის სენატის წევრმა ემერი დე მონტესკიუმ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერთან სერგეი ნარიშკინთან შეხვედრაზე განაცხადა.
,,საფრანგეთიცა და გერმანიაც მტკიცედ ეწინააღმდეგებიან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანებას. მათი ალიანსში მიღება აბსოლტური პროვოკაცია იქნებოდა.” - აღნიშნა მონტესკიუმ.