უკრაინის პრეზიდენტის მიერ დადებულ პირობას იმის შესახებ, რომ დონეცკის აეროპორტს დაიბრუნებს, ოფიციალური მოსკოვის მხმიდან რეაქცია უკვე მოჰყვა. სადანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ კრემლის პრეს-მდივანმა გააკეთა. დიმიტრი პესკოვის თქმით, პოროშენკოს მუქარა უკრაინული მხარის მიერ მინსკის შეთანხმების დარღვევის კიდევ ერთი დასტურია. "ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ და კიდევ ვიმეორებთ, რომ კიევი მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს,"-განაცხადა პესკოვმა.