საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის მიზანი იყო, ერთმნიშვნელოვნად და მტკიცედ, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა საქართველოს სტრატეგიული არჩევანი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე.
მისი თქმით, საქართველო აქტიურად ემზადება რიგის სამიტისთვის და მთავრობა და პარლამენტი აქტიურად ახორციელებს ვიზა-ლიბერალიზაციის თვალსაზრისით განსახორციელებელი რეფორმების დღის წესრიგს.
„ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ ეტაპებზე, კონკრეტულ სტრატეგიაზე, წინ გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულებით. ნატო-ს მიმართულებით თქვენ გუშინ მოისმინეთ გენერალური მდივნის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენი პაკეტის იმპლემენტაციას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და ამ მიმართულებით აქცენტი გაკეთდება. ხოლო ევროკავშირთან მიმართებაში, ასოცირების ხელშეკრულების ეტაპების განხორციელების თვალსაზრისით აქტიურად ვემზადებით რიგის სამიტისთვის. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი აქტიურად ახორციელებს ვიზა-ლიბერალიზაციის თვალსაზრისით განსახორციელებელი რეფორმების დღის წესრიგს და ამ მიმართულებითაც მოველით, რომ რიგა იქნება ადეკვატური ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობის“, - განაცხადა პრეზიდენტმაბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას.