თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის განვითარების ფონდის საჭიროების განსაზღვრას ითხოვს. როგორც ელისაშვილი აცხადებს ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა ადეკვატურია და მას პოსტი გაცილებით ადრე უნდა დაეტოვებინა.
"მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ხომერიკის შემცვლელი შეარჩიონ, არამედ განისაზღვროს, რისთვის გვჭირდება ეს ფონდი, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი ინახავს და მისი წლიური ბიუჯეტი 20 მილიონია”, - აცხადებს ჟურნალისტებთან ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა თანამდებობა გუშინ საკუთარი სურვლის საფუძველზე დატოვა.