ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ,,ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი გამოკითხულთა 31%-ს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სურს, ეს დასაფიქრებელი და მნიშვნელოვანი სიგნალია.
,,ვფიქრობ, შედეგები ფრიად დასაფიქრებელია. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს ხაზი გავუსვი იმას, რომ პროდასავლური ძალების დღის წესრიგი ჩვენი დასავლური არჩევანის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით უნდა უფრო გააქტიურდეს. 31% არის მნიშვნელოვანი სიგნალი, ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვის სტრატეგიული სწორედ დასავლური არჩევანია”, _განაცხადა ბრიუსელში პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას რესპოდენტთა 31% უჭერს მხარს.