ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა. შესაბამის "ბრძანებებს" ხელი თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მოაწერა. "როგორც აფხაზი, ისე ოსი ხალხი ძალიან ახლოსაა დონბასელ ხალხთან. თავის დროზე დონბასი ეხმარებოდა აფხაზეთსა და ოსეთს, როდესაც მათ ომი ჰქონდათ. ახლა ისინი გვეხმარებიან ჩვენ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგით", - აცხადებს დონეცკის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ კოფმანი.