საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
კომიტეტში სიტყვით გამოსვლამდე კი გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტში მიმდინარე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტმა თავის მიმართვაში ევროკავშირის რეკომენდაციებსა და რუსეთის მიერ საქართველოსთვის შექმნილ სირთულეებზე ისაუბრა.
„საქართველომ რთული პროცესები გაიარა, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ვებრძვით იმ პოლიტიკურ გზას, რომელიც იყო საბჭოთა იმპერიის ნაწილი. ჩვენი მეზობელი, რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია და ბირთვული იარაღის სახელმწიფოა, ემუქრება ჩვენს დამოუკიდებელ არჩევანს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.