საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო აუცილებელი კომპონენტია მშვიდობიანი და სტაბილური ევროპისათვის.
"საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობის წარმომადგენლებს არ დაგვიმალავს, რომ ნატო-ს უელსის სამიტიდან მეტს ველოდით, მაგრამ ახლა ჩვენ მობილიზებული ვართ იმის იმპლემენტაციაზე, რაც მივიღეთ. ამ პროცესში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია,მათ შორის, უშუალოდ ყოვლისმომცველი პაკეტის სხვადასხვა ღონისძიებებში მას კონკრეტული ფუნქციები დაეკისრა. გვსურს ვირწმუნოთ, რომ კითხვები, რომლებიც ძირითადად უკავშირდებოდა არა თავად საქართველოს მზაობას ნატო-ში სწრაფი ინტეგრაციისკენ, არამედ სხვა პროცესებს რეგიონში და მის მიღმა, იქნება ადეკვატურად შეფასებული, დასკვნები იქნება გაკეთებული არა იქეთკენ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად უნდა შეყოვნდეს, რადგან ეს რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის უფრო სწორია, არამედ პირიქით - პროცესი უნდა დაჩქარდეს. ეს უფრო ადეკვატური პასუხია იმ მოვლენების ფონზე რაც რეგიონში განვითარდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ქართულ-გერმანულსტრატეგიულ ფორუმზე, რომელიც დღეს გაიხსნა.