ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მხოლოდ მოსახლეობის 11% ამბობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებაზე მიანიშნებს.
რესპონდენტთა მხოლოდ 34% მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა გაუარესდა, მაშინ როდესაც 2014 წლის აგვისტოს კვლევაში იგივე მაჩვენებელი 17%–ს წარმოადგენდა.
გამოკითხვა ამა წლის 27 მარტიდან–19 აპრილამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).