დღეს და ხვალ, საქართველოში ევროპის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწის ჩარლზ კაპჩანის ვიზიტი შედგება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ობამას სპეციალური თანაშემწე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.