11-12 მაისს კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლობით რიგით მეოთხე ქართულ-გერმანულ სტრატეგიული ფორუმი ტარდება.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ საქართველოს და გერმანიის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პარლამენტის ინფორმაციით, ფორუმის მიზანია, რეგულარული დიალოგის სახით ჩამოაყალიბოს ნახევრად ფორმალური პლატფორმა გერმანიისა და საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის.
წელს გერმანულ-ქართულ სტრატეგიულ ფორუმზე აქცენტი გაკეთდება შემდეგ საკითხებზე:ორმხრივი ურთიერთობების შეფასება, გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისათვის: საფრთხეების არსი და საპასუხო პოლიტიკა, - საქართველო გეოპოლიტიკის, ეკონომიკის და საშინაო დინამიკის გადაკვეთაზე, -გერმანულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობა: ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გამოწვევები და პერსპექტივები.
ფორუმი დახურული ტიპის ღონისძიებაა, რომელიც 14:00 საატზე ,,ქორთიარ მარიოტში” გაიხსნება.
მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ ჩაწერონ ფორუმის გახსნა 11 მაისს 14:00-დან 14:30-მდე და 12 მაისს 10:00 საათიდან 10:15 საათამდე.