ხატი, რომლითაც საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანობა იქადაგა, საუკუნეების შემდეგ იგივე გზას გადის. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი თურქეთში ქალაქ "ოფიში" დააბრძანეს. საქართველოში კი ხატი მოგზაურობას სიმბოლურად იმ ტერიტორიიდან იწყებს, საიდანაც ანდრია პირველწოდებული შემოვიდა. საქართველოს ეკლესიის "კანონიკური" ტერიტორიები და უძველესი სალოცავები სასულიერო პირებთან ერთად ჩოხოსნებმა მოილოცეს. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გვიან ღამით ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ჩააბრძანეს, სადაც ლოცვა ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა.