სასამართლო ვალდებული იქნება, საკუთარი ინიციატივით, პირის პატირმობაში დატოვების საკითხი 2 თვეში ერთხელ განიხილოს, მიუხედავად იმისა, დააყენებენ თუ არა შესაბამის მოთხოვნას დაცვისა და ბრალდების მხარეები. ცვლილებები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შედის. ამავე პროექტით, მოსამართლე ვალდებული იქნება განჩინებაში ის მტკიცებულებები მიუთითოს, რომელთა საფუძველზეც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაში დარწმუნდა. დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.