პარტია „რეფორმატორების“ ლიდერმა, ირაკლი ღლონტმა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში მაყურებელს „სიურპრიზი“ გაუკეთა და „გეორიევსკის“ ბაფთას ცეცხლი მოუკიდა.
„ასე დაიწვება ყველა, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს დააღვევს“, – განაცხადა ღლონტმა.
მისი თქმით, 2008 წელს, როდესაც მისი მეგობრები ჩახოცეს, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ჩინოვნიკები სწორედ ამ ბაფთით დააჯილდოვა. როგორც ღლონტმა აღნიშნა, „გეორგიევსკის ბაფთა“ ჩნდება იქ, „სადაც რუსული სისხლიანი იმპერიალიზმის იდეები ჩნდება“.
„რეფორმატორების“ ლიდერის ქმედება ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა გააპროტესტა, რომელიც დარბაზში სტუმრად იყო მიწვეული. მან ირაკლი ღლონტს „უსირცხვილო“ უწოდა.
თავისი მხრიდან ღლოტმა აღნიშნა, რომ მეჩითოვი „ის ბატონი ბრძანდება, რომელიც მას რუსეთის სადღეგრძელოს დღეში ორჯერ დალევას მოუწოდებდა“.
„ორჯერ კი არა, სამჯერაც არის დასალევი, თუ საჭიროა“, – უპასუხა ფოტოგრაფმა.