ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა საქართველოს საგარეო კურს აკრიტიკებს და საშიში გიბრიდული ომის ფაზის დაწყებაზე საუბრობს. ეს განცხადება გადაცემა "იმედის კვირის" ეთერში გაჟღერდა.
"როცა ისინი [ბაიკერები "ღამის მგლები"] მოდიან შეგნებულ პროვოკაციაზე, მათი შემოსეირნება ამ გეორგიევსკის ბაფთებით - მეტი არაფერია, თუ არა პროვოკაცია, ჩვენს მესაზღვრეებს, პოლიციას შეეძლოთ მათი შემოტრიალება და ისევ გასტუმრება რუსეთში, როგორც ეს გააკეთა პოლონეთმა, გერმანიამ, უნგრეთმა და ა.შ. ეს არის ფსიქოლოგიური ომის, გიბრიდული ომის ერთ-ერთი კომპონენტი", - განაცხადა რურუამ.