საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა პრემიერ-მინისტრის გამოსვლას არაადეკვატური უწოდა. მისი თქმით, მოსახლეობა კოალიციის მართვის პერიოდში გაღარიბდა.
„ბატონო ირაკლი სრულიად არაადეკვატური იყავით, თქვენ ესაუბრებით 2030-ის წამყვანს და არა ხალხს. თქვენი გამოსვლა გავდა ცეკავშირის ყრილობას. ასაკოვან ადამიანებს ემახსოვრებათ, თუ როგორ ეუბნებოდბნენ მაშინ ხალხს, რომ რა კარგია საბჭოთა კავშირი და რა კარგად ცხოვრობენ ისინი. თქვენ ალბათ დაგავიწყდათ, რომ ხალხი ღარიბდება თქვენი მოღვაწეობის გამო, აბსოლიტურად ყველა ფენა ღარიბდნება, ისტორიულ პიკს მიაღწია გადაუხდელი სესხების ოდენობამ. შემცირდა სავაჭრო ბრუნვა ექსპორტ-იმპორტი, მათ შორის ევროკავშირთან 30%-ით. შემცირდა ტურიზმი. ფაქტობრივად ჩამოანგრიეთ ჩამოაქციეთ ეს სფერო. თქვენ ერთ გამოსვლაში დაახლოებით 100-მდე ტყუილი თქვით”, - მიმართა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს.
დეპუტატმა სევე ისაუბრა კრიმინოგელ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მკვეთრად მოიმატა კრიმინალმა და იკლო ნდობამ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
,,თქვენ არ ხართ საქართველოს მთავრობა, თქვენ ხართ მარიონეტები. ასეთი უნიათო და არაფრის მკეთებელი მთავრობა არასდროს არ ჰყოლია საქართველოს. თქვენმა მბრძანებელმა ცოტახანი დაგტოვათ თანამდებობაზე, მაგრამ მაინტერესებს იმის მერე რაც ამ ორ წელში გააკეთეთ და დაააქციეთ ეს ქვეყანა კიდევ აქ უნდა იდგეთ ამ სტატუსით?“- განუცხადა გოკა გაბაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.