პრემიერი:შეგიძლიათ ციფრებით და რეალურად გაკეთებული საქმეებით შედაროთ ,,ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი მმართველობა კოლიციის ორწლიან მუშაობას
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში განახლებული სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ ცხრა წლის განმავლობაში ვერ შეძლეს იმდენის გაკეთება, რაც კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ”' ორი წლის განმავლობაში მოახერხა.
,,ძნელია იმის ყურება, როცა ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ იმ ხელისუფლებას, რომელმაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ იმდენდი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული და დაფინანსებული, რაც 9 წლის განმავლობაში ვერ და არ გააკეთა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”. დიახ, თქვენ ძალიან არ გიყვართ 9 წლის ხსენება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ციფრებით და რეალურად გაკეთებული საქმეებით შეადაროთ ,,ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი მმართველობა კოალიცია ,,ქართული ოცნების” ორწლიან მუშაობას”, _ მიმართა ,,ნაციონალებს” პრემიერმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო უმცირესობის წევრებს განახლებული მთავრობის სამოქმედო პროგრამას აცნობს.