პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ეკონომიკურ მიღწევებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ 2013 წელს საქართველოში ეკონომიკის 3,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წელს - 4.8%.
”მნიშვნელოვანია ის, რომ წინა პერიოდებისაგან განსხავებით, 2014 წელს საქართველოს რეგიონში ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
2008 -2012 წლებში საქართველოს ვალის ზრდა წინ უსწრებდა ეკონომიკის ზრდას. 2013 წელი იყო ერთადერთი წელი დამოუკიდებელი სქართველოს ისტორიაში, როცა საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი არათუ გაიზარდა, არამედ 50 მილიონი დოლარით შემცირდა.
2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20,5%-ით, ევროკავშირთან - 76%-ით, რუსეთთან - დაახლოებით 6-ჯერ”, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში უმცირესობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, 2012, 2013, 2014 წლებში ქვეყანაში ჯამურად 3 მილიარდ 126 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
”2014 წელს 2011 წელთან შედარებით, შემოვიდა 13,9 %-ით მეტი ინვესტიცია, ხოლო 2012 წელთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი.
2014 წლის 1 სექტემბრიდან, ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით”, განმარტა ღარიბაშვილმა.