საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ საპარლამენტო უმცირესობა მტავრობის გაწეულ საქმიანობას ადეკვატურად შეაფასებდა. მისივე თქმით, მთავარია რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახოს.
,,მე რა თქმა უნდა, არ მაქვს იმედი და არც მოლოდინი, რომ ის საპარლამენტო უმცირესობა რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი ადეკვატურად შეაფასებს 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენი მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველა ის სასიკეთო ცვლილება და რეფორმა რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ დადებითად აისახება საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე, მათ შორის თქვენს ოჯახებსაც შეეხება”, _ მიმართა პრემიერმა საპარლამენტო უმცირესობას.
პრემიერი, საკანონმდებლო ორგანოში, ,,ნაციონალებას” მთავრობის სამოქმედო პროგრამას აცნობს.