”თიბისი ჯგუფი” ბაკურიანში სასტუმრო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციას განახორციელებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, სახელმწიფო ”თიბისი ჯგუფთან” ერთად ერთობლივ პროექტს განახორციელებს და ბაკურიანს დამატებით 500 სასტუმრო ნომერი შეემატება.
”ჩვენ უკვე მივაღწიეთ კერძო პარნიორობის მოდელს, ეს არის თიბისი ჯგუფი, რომელთან ერთადაც გავიყოთ ინვესტიციების ტვირთს და ეს ჯგუფი განახორციელებს 500 სასტუმრო ნომრის მშენებლობას ბაკურიანის კურორტზე. დაგეგმარდება საუკეთესო აპლური სტანდარტების ”მასტერპლანების” კომპანიების მიერ, რაც თვისობრივად შეცვლის ამ კურორტს”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.