რთულია, მაგრამ ჩვენი მხრიდან უნდა გავაგრძელოთ საპარლამენტო დიპლომატიური გზების ძიება, მაშინ, როცა რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება შეუჩერდა ამის შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასორიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ უნდა ვიპოვოთ საერთო გამოსავალი, რომ ძალადობა არასდროს გამოსავალი არ გახდეს. რთულია, მაგრამ ჩვენი მხრიდან უნდა გავაგრძელოთ საპარლამენტო დიპლომატიური გზების ძიება. მაშინ, როცა რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება შეუჩერდა, მათ გადაწყვიტეს, ჩვენთან არ იმუშაონ. ჩვენი მათი უფლებები არ შეგვიწყვეტია, ისინი მაინც ჩვენი წევრები არიან, რადგან გვინდა გავაგრძელოთ მათთან ურთიერთობა, გვქონდეს მათთან დიალოგი, ვიპოვით საშუალება, ვილაპარაკოთ მათთან, მაგრამ ტერიტირიული მთლიანობა არის ზუსტად ის პრინციპი, რაზეც ჩვენ ძალიან მტკიცედ უნდა ვიდგეთ. არავის არ აქვს უფლება, ძალდატანებით და ძალადობრივად ეს პრინციპი შეცვლოს", - განაცხადა სტუმარმა.
მისივე თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველო, რეგიონში უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე სხვა ქვეყნები.