ყველა ქვეყანაში არის სიძულვილის მატება, შეუწყნარებლობის პრობლემა და ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ სამოქალაქო სექტორთან, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან ერთად უნდა იმუშაოს, რათა დაუპირისპირდეს შეუწყნარებლობას. - ამის შესახებ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასორმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,სიძულვილი და შეუწყნარებლობა ჩვენს დემოკრატიულ სისტემას ძირს უთხრის და წარმოადგენს საფრთხეს", - დასძინა სტუმარმა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა იამაყოს საკუთარი დელეგაციით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რადგან დელეგაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მათ შორის საკომიტეტო მუშაობაში.