"ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" – ამ სახელწოდების განახლებულ სამოქმედო პროგრამას მთავრობა პარლამენტს დღეს წარუდგენს. პროგრამაში ის რეფორმები და პროგრამებია გაწერილი, რომლითაც მინისტრთა კაბინეტი ნდობის გამოცხადების შემთხვევაში იხელმძღვანელებს. მნიშვნელოვანი კორექტივებია ეკონომიკურ საკითხებში. რაც ეხება თავდაცვის სფეროს, უწყების ახალი ხელმძღვანელი განმარტავს, რომ თავდაცვის მიმართულებებით პრიორიტეტები უცვლელი რჩება და მთავარი ამოცანა კვლავ ნატოს არსებითი პაკეტის ეფექტური და სწრაფი განხირციელებაა. ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ნდობის გამოცხადების საკითხში დარმწუნებულია, უმცირესობისგან კი მხადაჭერას არ ელის.