პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობის შემადგენლობის გადაგზავნა პარლამენტში დროულად მოხდება.
ღარიბაშვილის განცხადებით, პარლამენტში სრული მზაობაა დროულად მოხდეს მთავრობოს წევრების მოსმენა კომიტეტებსა და შემდეგ სესიაზე.
,,კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება. იმედი გვაქვს, რომ მოხდება დროულად გადაგზავნა პარლამენტში. პარლამენტის მხრიდან სრული მზაობაა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც როგორც მე შევიტყვე, რომ დროულად მოხდეს განხილვა კომიტეტებში და შემდეგ პლენარულ სესიაზე მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.