თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ამ დრომდე არც ერთი მოწმე არ გამოვლენილა, რომელიც ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლების ბრალეულობას დაამტკიცება. როგორც საქალაქო სასამართლოში ალასანიამ განმარტა ხუთივე დაკავებული ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისა პირადი პოლიტიკური ტყვეა.
,,მე ძალიან მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უკვე მერამდენე თვეა, სრულიად უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები საპყრობილეში არიან. ხუთი კაცი არის პირადად ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი. ამ პერიოდის განმავლობაში, არც ერთი მოწმე არ გამოვლინდა ისეთი, ვინც ირიბად მაინც დაადასტურებდა ამ ბრალდებას, რომელიც ყველას ერთად წაგვიყენა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ. დარწმუნებული ვარ, სასამართლო თავის ადგილს იპოვის. ეს ხალხი გამოვა ციხიდან და დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს. შემდეგ კი ბუნებრივია, დადგება სერიოზული საკითხი პროკურატურისაც და კონკრეტულად ივანიშვილისაც, თუ საიდან წამოვიდა ეს ბრალდება და რა ედო საფუძვლად ამ პოლიტიკურ აქტს", - განაცხადა ირაკლი ალასანია.
ალასანია ,,თავისუფალი დემოკრატების ლიდერებთან ერთად საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის მხარდასაჭერად იმყოფება.