პარლამენტი უზენაესი სასამართლოს წევრების ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურების განხილვას იწყებს. მოსამართლების, მზია თოდუასა და ეკატერინე გასიტაშვილის საკითხზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იმსჯელებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კანდიდატების შესახებ ინფორმაციას წარადგენს, რის შემდეგაც კომიტეტი ნდობის საკითხს გადაწყვეტს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ისევე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, პარლამენტი 10 წლის ვადით ირჩევს.