"არანაირი მიზეზი არ გვაქვს იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მოხსენებისადმი სკეპტიკურად ვიყოთ განწყობილნი." ამის შესახებ ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერმა გერმანიაში თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. გერმანიის პირველი დიპლომატის შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამ პროცესში და სამუშაო უმაღლეს დონეზე იქნა შესრულებული. დიპლომატებმა შეხვედრაზე ასევე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.