საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველო რიგის სამიტზე ძლიერ იმპულსს ელოდება.
,,რიგის სამიტზე ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთვის კიდევ უფრო ძლიერი იმპულსი გახდება. ჩვენ ველით, რომ რიგის სამიტზე გაჟღერდება საქართველოს მხარდამჭერი გზავნილი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას”, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.